2021 წლის 12 აგვისტოს, 09:30 საათზე, ბურგასის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა დასკვნითი პრესკონფერენცია პროექტზე RedMarLitter BSB552 – „ინოვაციური ტექნიკა და მეთოდები საზღვაო ნაგვის შესამცირებლად შავი ზღვის სანაპირო ზონებში“.
პროექტის განხორციელება მთავრდება პროექტის პარტნიორების შეხვედრით 2021 წლის 10-12 აგვისტოს პერიოდში. პროექტის წამყვანი პარტნიორია ფონდი ვია პონტიკა, ხოლო სხვა პარტნიორები არიან: ბურგასის მუნიციპალიტეტი, ოვიდის უნივერსიტეტი – კონსტანტა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
BSB552 RedMarLitter პროექტი ხორციელდება პრიორიტეტულ 2.2 – ზე. “ცნობიერების ამაღლება და ერთობლივი ქმედებები მდინარისა და საზღვაო ნაგვის შესამცირებლად”, ერთობლივი საოპერაციო პროგრამა “შავი ზღვის აუზი 2014-2020”.
პროექტის ხანგრძლივობაა 30 თვე (2018 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე), საერთო ბიუჯეტით 580 335.60 € (1135014.12 BGN), ხოლო პროგრამის ფარგლებში გრანტი შეადგენს 533 908.74 € (1044212.96 BGN).
პროექტის მიღწეული შედეგები არის:
• შავი ზღვის აუზში მყარი ნარჩენების დაბინძურების იდენტიფიცირება ცალკეულ წარმომადგენლობით სფეროებზე ფოკუსირებით და ძირითადი დამაბინძურებელი ნაკადების მონიტორინგი;
• შავი ზღვის მყარი ნარჩენების განაწილების კომპიუტერული იმიტირებული რუქის შემუშავება;
• საპილოტე წმენდის ჩატარება პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინოვაციური მეთოდების გამოყენებით შერჩეულ საპილოტე ადგილებში;
-• ზღვის მყარი ნარჩენების ეკოლოგიურად სუფთა დამუშავების სახელმძღვანელოს შექმნა;
შედეგების პრეზენტაცია ფოტოებით, ვიდეოებით და ბმულებით: https://bit.ly/3s8UI8d
Last Updated on 12 აგვისტო, 2021