პროექტის ახალი საქმიანობები საქართველოში

შრიფტის შემცირება - | ნაგულისხმები | შრიფტის გაზრდა +

კოვიდ 19 პანდემიის გამო გამოწვეული ორთვიანი შეჩერების პერიოდის შემდეგ,  თსუ განაგრძობს დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებას შემდეგნაირად: ML-ის შესახებ ტრენინგის ორგანიზება ახალგაზრდებისთვის თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის (https://www.tsu.ge/en/university-newspaper/page/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98; https://www.facebook.com/UnijunioatTSU/) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, RedMarLitter BSB552 პროექტის გასაჯაროების, პოპულარიზაციის და შედეგების გავრცელების გზით სანაპირო ზონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვის მიზნით; GA 3 – პროექტის სახელმძღვანელო მითითებებისა და მეთოდოლოგიის შემუშავების ფარგლებში გათვალისწინებელია მეთოდოლოგიის მომზადება და გამოქვეყნება; ქართული ( ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში) სუბტიტრებით პროექტის პრომოვიდეოს პოპულარიზაცია მედიის ფართო სპექტრის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს   პროექტისა და მისი შედეგების მეტ ხილვადობას.

ევროკავშირის მიერ დანერგილი ეფექტური ინსტრუმენტის, კერძოდ, შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის გამოყენებით, ჩართული იქნება ევროკავშირის სხვა რეგიონული პროექტები და პროგრამები (მაგ. EMBLAS Plus, ”Blueing the black Sea” Program – BBSEA, EMODnet), რომლებიც დაკავშირებულია RedMarLitter – ის მსგავს პრობლემებთან და თემებთან,  საზღვაო დაბინძურების შესაჩერებლად და შავი ზღვის რეგიონში ლურჯი ეკონომიკის ინვესტიციების კატალიზირების  მიზნით, ცოდნის გაცვლასა და ქვეყნის ნარჩენების მართვის სისტემის ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციასთან ერთად.

ძირითადი მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში  პლაჟის ნარჩენების კვლევების დაწყებიდან –  2015 წლიდან 2020 წლამდე გამოიყენება, ემყარება „სახელმძღვანელო მითითებას ევროპის ზღვებში საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის შესახებ – JRC- ის სამეცნიერო და პოლიტიკის ანგარიში, ევროპა 26113 ”. დღესდღეობით, RedMarLitter BSB552 პროექტის ფარგლებში დეტალური და ძალიან სასარგებლო მეთოდოლოგიის შემუშავების შემდეგ (ქალაქ ბურგასის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობით), თსუ აპირებს, მოამზადოს სახელმძღვანელო პრინციპები ორივე მეთოდოლოგიურ საკითხზე დაყრდნობით, რათა ქვეყნის ხელისუფლებას შესთავაზოს იგი, როგორც საქართველოში საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის ეროვნული პროგრამის ძირითადი მეთოდოლოგია.

ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ახალი მეთოდოლოგია გვთავაზობს და რომელიც ხაზგასმული იქნება ჩვენს საქმიანობებში, არის თანამედროვე მიდგომა ”ცხელი წერტილების” – გარკვეული ტერიტორიების გამოსავლენად, სადაც დაბინძურების დონემ შეიძლება ”პოტენციურად მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ეკონომიკაზე” .

ამასთან დაკავშირებით, თსუ აწარმოებდა სანაპირო ზონის სანაპირო მონაკვეთებზე დაკვირვებას, სადაც დასუფთავების ღონისძიებები არ განხორციელებულა. ეს მონაკვეთები შეფასდა როგორც ცხელი წერტილები (სურათი 1) შემდეგი მიზეზების გამო: ასეთ ადგილებში გროვდება ნარჩენების ძალიან დიდი მასები, მათ შორის ბუნებრივი ნარჩენები: ხე-ტყე, მცენარეულობა, ბიომასა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიდან და ხელოვნური მასალები: ტექსტილის ნარჩენები, ტყავი და პლასტმასის ნარჩენები, ხის პროდუქტები, ასევე მინის, კერამიკის, სამედიცინო პრეპარატების ნარჩენები და ა.შ.

ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან მუნიციპალიტეტები, როგორც თავიანთ  საზღვაო ტერიტორიების მართვაზე უმთავრესად პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლებები, ასევე ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით, შედეგები აქტიურად გავრცელდება ახალგაზრდა აუდიტორიას შორის, რადგან, როგორც ეს ნათქვამია ”ცხელი წერტილების იდენტიფიკაციის და ნარჩენების შემცირების ღონისძიებების მეთოდოლოგიაში” ბავშვები და ახალგაზრდები ძირითადი სამიზნე ჯგუფია, რომელიც უნდა ჩაერთოს ისეთ საქმიანობებში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების სენსიბილიზირებას საზღვაო ნარჩენების საკითხის მიმართ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღები მომავალი თაობა, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ სხვების ინფორმირების უნარი და შეუძლიათ  თავიანთ უშუალო გარემოცვაზე გავლენის მოხდენა.  როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ  საგანმანათლებლო სტრუქტურებს, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ ბავშვთა და ახალგაზრდების განათლებაში”.

 

Last Updated on 22 მაისი, 2021

Share This Article :

Related Posts