პროექტი „შავი ზღვის სანაპირო ზოლში საზღვაო ნარჩენების შემცირების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები” (BSB552 “Innovative techniques and methods for reducing the marine litter in the Black Sea coastal areas – RedMarLitter), სრულდება შავი ზღვის ერთობლივი საოპერაციო პროგრამის “შავი ზღვის აუზი 2014-2020”, 2.2. პრიორიტეტის ფარგლებში რუმინეთის , საქართველოს და ბულგარეთის პარტნიორობით, წამყვანი ბენეფიციარებია ფონდი ვია პონტიკა – Via Pontica Foundation და ბურგასის მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი).
პროექტის მთავარი ამოცანაა შავი ზღვის აუზის დანაგვიანების შემცირება მყარი ნარჩენების ნაკადების ანალიზის მეშვეობით და ასევე პილოტური აქტივობის ჩატარება წინასწარ შერჩეული ადგილების დასუფთავებით.
შავი ზღვის დანაგვიანება საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემაა. შავი ზღვა ძლიერ ანტროპოგენულ ზეწოლას განიცდის, ვინაიდან ნარჩენების აკუმულირების არეალია.
პროექტის ძირითადი ამოცანაა შავი ზღვის აუზის ნატანის ანალიზი სპეციფიურ უბნებში, ძლიერ დანაგვიანებული დინებების სქემატური აღწერა, ინოვაციური მეთოდებით შემუშავებული ღონისძიებების გამოყენება ნარჩენებისგან დასუფთავებისათვის, სპეციფიურ სადემონსტრაციო საპილოტო ადგილზე. იმისთვის, რომ პროექტის ძირითადი მიზანი სრულყოფილად შესრულდეს ჩატარდება შავი ზღვის გარემოს არსებული სტატუსის კვლევა სამიზნე უბანში და შეფასებულ იქნება ნარჩენების ზეწოლა სანაპირო ზოლპს არეალში, გაკეთდება აკუმულირებული ნარჩენების რაოდენობის ანალიზი. შეიძლება მეცნიერულად დამტკიცდეს, რომ აკუმულირებული ნარჩენების რაოდენობა გადაადგილდება ძირითადი დინებით, რომელიც დამოკიდებულია ჰაერის მიმართულებაზე.
პროექტის ამოცანაა ნარჩენების დინების (გადაადგილების ტრაექტორიის) დადგენა, მისი დაკავშირება ზღვისა და ჰაერის დინებებთან და, შედეგად, ნარჩენების კონცენტრაციის პოტენციური ცხელი წერტილების აღმოჩენა. ამ ამოცანის სრულყოფილი დასრულებისათვის გაკეთდება ნარჩენების გავრცელების სამოდელო რუკა, რომელზეც გამოჩნდება მათი გადაადგილება და ნარჩენების მაღალი კონცენტრაციით გამორჩეული პოტენციური ადგილები. მოდელისთვის გამოყენებული იქნება ზღვისა და ჰაერის დინებები, ვინაიდან ისინი ნაკლებად ცვალებადნი არიან, კომპიუტერული მოდელი კი გამოყენებულ იქნება მომავალ კვლევებში. კომპიუტერული სამოდელო რუკა დაგვეხმარება ნარჩენების კონცენტრაციის წერტილების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაში. ამაზე დაყრდნობით შეირჩევა საპილოტე სადემონსტრაციო ადგილი, სადაც განხორციელდება პროექტის მიერ შემუშავებული ღონისძიებები და ინოვაციური მიდგომები. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დადგინდება ტრანსსასაზღვრო დაბინძურება.
ორგანიზებული იქნება ტრანსსასაზღვრო დასუფთავების კომპანიები, რომლის მიზანია სხვადასხვა ასაკის მოხალისეების ჩართვა, სტუდენტების ჩათვლით, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ზღვის დანაგვიანების პრობლემას და მის დაძლევას. პროექტის მიზანია სამიზნე ჯგუფის და მონაწილეების გრძელვადიანი ინტერესის მიღწევა, ინტერესის გაღვიძება შავი ზღვის გარემოს დაცვისადმი და შავი ზღვის ნარჩენებით დაბინძურების ფართო პრობლემის სრული გაგება და ანალიზი. ასევე, პროექტის განხორციელების პროცესში, შემუშავდება ცხელი წერტილების დადგენის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო.
ცხელი წერტილების იდენტიფიკაციისა და
ნარჩენების შემცირების ღონისძიებების
მეთოდოლოგია
იხილეთ განვითარება PDF ფორმატში:OP1_ მეთოდოლოგია_ შავი ზღვა_ სანაპირო ნაგავი_ფინალი-GE_2 (2)
ზღვის გარემოში მყარი ნარჩენების მდგრადი მართვის
სახელმძღვანელო
იხილეთ განვითარება PDF ფორმატში: სახელმძღვანელო მითითებები_ შავი ზღვის_ბრწყინვა_ფინალი_გე_2
ბურგასის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი
მონაცემთა ანალიზი
პლაჟებზე მყარი ნარჩენების ძირითადი კატეგორიების
იხილეთ განვითარება PDF ფორმატში: OP1_განცხადება -1-_ მონაცემთა ანალიზი_GE_2
საველე ფორმა ცხელი წერტილების იდენტიფიკაციისათვის
იხილეთ განვითარება PDF ფორმატში:OP1_განცხადება-2_საველე ფორმა ცხელი წერტილების იდენტიფიკაციისათვის-GE 2 (3)
მყარი ნარჩენების კატეგორიების/ქვეკატეგორიების ვიზუალური
იდენტიფიცირების და კლასიფიცირების
ფოტოსახელმძღვანელო
ცხელი წერტილების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიისათვის
იხილეთ განვითარება PDF ფორმატში: OP1_განცხადება3_ფოტო სახელმძღვანელოს ფინალი _EN_GE 2
Last Updated on 5 მაისი, 2021