სემინარი Burgas

შრიფტის შემცირება - | ნაგულისხმები | შრიფტის გაზრდა +

2018 წ. 2-3 ოქტომბერს, ქ. ბურგასის ექსპოცენტრ „ ფლორა“ – ში გაიმართა ეკო-სემინარი თემაზე: „მყარი ნარჩენების ზემოქმედება შავ ზღვაზე და გარემოს დაცვის სხვა ასპექტები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში მომუშავე    გამორჩეულმა  მეცნიერებმა და სპეციალისტებმა.

სემინარი გახსნა მერის მოადგილემ ქ-მა სევდალინა ტურმანოვამ, სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი ა.ზლატაროვი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის რეგიონალური წარმომადგენელი. მონაწილეებს, ასევე , მიესალმა მერის მოადგილე ევროპული პოლიტიკის და გარემოს საკითხებში ქ-ნი რუსკა ბოიაჯიევა. სემინარს ესწრებოდნენ წარმომადგენლები გარემოსა და წყლის რესურსების  ინსპექციიდან ( ბურგასი) და  „შავი ზღვის რეგიონი“ -ის აუზის დირექტორატიდან .

სემინარი ჩატარდა პროექტი   „შავი ზღვის სანაპირო ზოლში საზღვაო ნარჩენების შემცირების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები”     (BSB552  “Innovative techniques and methods for reducing the marine litter in the Black Sea  coastal areas – RedMarLitter) ფარგლებში, რომელიც სრულდება შავი ზღვის ერთობლივი საოპერაციო პროგრამის “შავი ზღვის აუზი 2014-2020”, 2.2. პრიორიტეტის ჩარჩოში  რუმინეთის , საქართველოს და ბულგარეთის   პარტნიორობით,  წამყვანი ბენეფიციარებია ფონდი “ვია პონტიკა – Via Pontica Foundation” და ბურგასის მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი).

პროექტი დაიწყო 2018 წლის აგვისტოში და გაგრძელდება 2021 წლის თებერვლამდე.

პროექტის მთავარი ამოცანაა შეამციროს მყარი ნარჩენებით  შავი ზღვის დაბინძურება,  ნარჩენების გადაადგილების ტრაექტორიის დადგენის გზით. გათვალისწინებულია, ასევე, შეიქმნას მყარი ნარჩენების დინამიკის  კომპიუტერიზებული რუქა,   „ცხელი წერტილები“-ს იდენტიფიცირების  მეთოდი, მყარი ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო და ტრანსსსაზღვრო გასუფთავების აქციების ჩატარება.

სემინარის პირველ დღეს დისკუსია გამოიწვია  შემდეგმა  მოხსენებებმა: „ჩამდინარე წყლები და დანაგვიანება ნაპირებიდან“, „შავი ზღვის დაბინძურება პლასტიმასის ნარჩენებით“, „პლასტმასა და ლაგუნები მსოფლიოში – ხიფათი შავი ზღვისთვის“, „ნაგავზე დისტანციური და ვიზუალური დაკვირვებაზღვაში“,   „ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო  ნარჩენების მონიტორინგი“, ნარჩენების დაგროვების მონიტორინგი „ზღვის ფსკერზე“,  „ნიმუშების შეგროვების, განაწილებისა და შეფასების მეთოდები“ და  ბულგარეთი-თურქეთის  თანამშრომლობის ტრანსსასაზღვრო პროგრამის მხარდაჭერით შესრულებული „More Care“პროექტის პრეზენტაციამ.

მეორე დღეს მსჯელობის თემები იყო: „ნარჩენები შავ ზღვაში – ადამიანების პასუხისმგებლობა ზღვის ეკოსისტემის მდგრადი განვითარებისადმი“, „ გემები, როგორც შავი ზღვის მყარი ნარჩენებით დანაგვიანების წყარო“, „რა გავლენას ვახდენთ ჩვენ, როგორც მომხმარებლები, შავი ზღვის დაბინძურებაზე და რა შეუძლია ყოველივე ჩვენთაგანს გააკეთოს ამჟამად“, „ დარგოლვა, როგორც ფრინველების მიგრაციის შესწავლის მეთოდი და ატანასოვის ტბის ნაკრძალში კვლევის საინტერესო შედეგები“, „შავი ზღვის დანაგვიანება პლასტმასით“ (გერმანიიდან) და „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები“.

სემინარის მსვლელობისას იმართებოდა ცოცხალი დისკუსიები ფორუმის თემატიკის ძირითად საკითხებზე.

შერჩეული თემების დასახელება თავისთავად გამოწვევაა და ფორუმზე გაჟღერებული აზრები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება არსებული ამოცანების განსაზღვრისათვის, მათი განხორციელებისათვის და შავი ზღვის საოპერაციო პროგრამის 2014-2020 (ევროკავშირის დაფინანსებით) წარმატებული შესრულებისათვის.

Last Updated on 15 იანვარი, 2019

Share This Article :

Related Posts