ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროგაერთიანების (EU) პროგრამების : შავი ზღვის აუზის პროგრამის (EU’s Joint Operational Cross-Border Cooperation Programme BSB 2014 – 2020) და „Horizone 2020”-ის ეგიდით მიმდინარე პროექტების “RedMarLitter BSB552” და “Black Sea CONNECT ფარგლებში განხორცელდა საგანმანათებლო დანიშნულების უორქშოფი ( Training workshop), რომელიც ეფუძვნება რა ევროპის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის და შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის პრინციპებს ენსახურება ცოდნის გავრცელებას , შემუშავებული საზღვაო მყარი ნარჩენების კვლევების ინოვაციური მეთოდოლოგიის წარდგენას (GA 3- Methodology and Guidelines) და თსუ-ში მიმდინარე საზღვაო პროექტების ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.
შეხვედრა მიეძღვნა 2021 წლის პირველი ივნისიდან გაეროს მიერ ინიცირებული მსოფლიო ოკეანის დეკადის დაწყებას. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შეხვედრას ჰქონდა კომბინირებული ხასიათი. ნაწილის ჩართვა განხორციელდა საკონფერენციო დარბაზიდან, ნაწილის კი ვირტუალურად, სათანადო პლატფორმის ( ZOOM) საშუალებით.
შეხვედრის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტი ( TSU JUNIOR).
დოქტორმა ნინო გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში ნარჩენების მართვის ზოგადი მდგომარეობა და ის პრობლემური საკითხები, რაც დაკავშირებულია მყარი საყოფაცხოვრება ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან.
დოქტორმა ნინო მაჩიტაძემ ისაუბრა საქართველოს შავი ზღვის სექტორის ნარჩენებით დაბინძურების აქტუალურ საკითხებზე, პროექტ „RedMarLitter BSB 552“-ს ძირითად შედეგებზე და წარმოდგინა ის ინოვაციური მეთოდოლოგიური საკითხები, რაც დაკავშირებულია სანაპირო ზოლში ნარჩენების „ცხელი წერტილების“ იდენტიფიკაციისა და შემცირებისათვის. წარმოდგენილი იქნა ინტერაქტიური რუკა ზღვის გარემოში ნარჩენების შესახებ.
უორქშოფში მონაწილეობა მიიღო სასკოლო ასაკის ყველა წარმომადგენელმა, სტუდენტებმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა უმაღლესი სასწავლებლებიდან ( თსუ, საზოგადოებრივი საქმეების საქართველოს ინსტიტუტი- ჯიპა , ილიას უნივერსიტეტი – ილიუნი), გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ქ.ფოთის 4-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა , შპს -მ და სხვა ( სულ, დაახლოებით 50 მონაწილე).
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში, აუდიტორიას მიეწოდა საზღვაო მყარი ნარჩენების ფოტოალბომის პრაქტიკული გამოყენების მაგალითები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა აზრთა გაზიარება, რომლის შემდეგ უორქშოფი გამოცხადდა დახურულად.
Last Updated on 27 ივნისი, 2021