Start-up seminar in Tbilisi

შრიფტის შემცირება - | ნაგულისხმები | შრიფტის გაზრდა +

თსუ-ში შავი ზღვის ერთობლივი საოპერაციო პროგრამის “შავი ზღვის აუზი 2014-2020”-ის საგრანტო პროექტის BSB552  “Innovative techniques and methods for reducing the marine litter in the Black Sea coastal areas – RedMarLitter  „შავი ზღვის სანაპირო ზოლში საზღვაო ნარჩენების შემცირებისინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები”     (RedMarLitter)   ფარგლებში   მიმდინარე წლის 28 სექტემბერს,  თსუ-ს პირველ კორპუსშიჩატარდა პროექტის სასტარტო საინფორმაციო სემინარი.

პროექტის მთავარი ამოცანაა შავი ზღვის აუზის დანაგვიანების შემცირება მყარი ნარჩენების ნაკადების ანალიზის მეშვეობით და ასევეპილოტური აქტივობის (დასუფთავების აქციების) ჩატარება წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს აკადემიური პერსონალის, სტუდენტების და თსუ სასწავლო-სამეცნიეროლაბორატორიების წარმომადგენლებმა.  სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის მიზნებისა  და ამოცანების შესახებ, რომლისირგვლივ გაიმართა დისკუსია  დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით.

ყველა მონაწილემ გამოხატა თავისი დამოკიდებულება და ინტერესი აღიშნული პრობლემების მიმართ, კერძოდ, ხაზი გაესვა საზოგადოებისგარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების  მნიშვნელობას. ასევე, აღინიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა საზღვაო სანაპირო ზოლისდაცვის და დასუფთავების აქტივობებში არ არის სათანადო დონეზე.

დისკუსიის დამთავრების შემდეგ სემინარი დაიხურა.

Last Updated on 22 მარტი, 2019

Share This Article :

Related Posts